1. მერილინ მონროს ნამდვილი თმის ფერი მუქი ყავისფერია. ფერის შეცვლა კინოსტუდიის უფროსებმა ურჩიეს. მათი თქმით, პლატინისფერი ქერა მსახიობი ბევრად უფრო საინტერესო და შესამჩნევი გახდებოდა, ვიდრე ყავისფერთმიანი ქალი.
2. ჯანმრთელობის პრობლემების გამო მერილინ მონროს ყველა ორსულობა, სამწუხაროდ დასრულდა, ერთ-ერთი მათგანი კი საშვილოსნოსგარე ორსულობა იყო. ამან თავისი კვალი დატოვა ქალის ფსიქიკურ მდგომარეობაზე და დიდად იმოქმედა მის თვითშეფასებაზე.
3. მერილინ მონროს IQ 168 ქულას უტოლდებოდა. მსახიობს კითხვა უყვარდა და საკუთარი დიდი ბიბლიოთეკაც ჰქონდა, რომელშიც ადგილი ისეთი ავტორებისთვის იყო, როგორებიც არიან ლევ ტოლსტოი, ზიგმუნდ ფროიდი, ალბერ კამიუ, ფიოდორ დოსტოევსკი და ა.შ.
4. მერილინ მონროს მოკლე ბიოგრაფიებში ეს ფაქტი, როგორც წესი, არ არის ნახსენები, მაგრამ მსახიობი კარგად ერკვეოდა კულინარიაში და მეგობრებისთვის და კოლეგებისთვის გემრიელი კერძების მომზადების შანსს ხელიდან არასდროს უშვებდა.
5. მონროს ძალიან უყვარდა შინაური ცხოველები, მისი რჩეული იყო მაფტერიერი, რომელიც მას ამერიკელმა მომღერალმა ფრენკ სინატრამ აჩუქა.
6. მერილინმა საკუთარი კინოკომპანია Marylin Monroe Productions-ი 1950-იან წლებში დააარსა და პირველი ქალი პროდიუსერი გახდა.
7. მონროს ტექსტების დამახსოვრება უჭირდა, რაც მის სამსახიობო კარიერას ხელს უშლიდა. ზოგჯერ ერთი და იმავე სცენის 20-ჯერ გადაღება უწევდათ.
8. ბავშვობაში მონროს აღმზრდელი მშობლები ხშირად აბრუნებდნენ ბავშვთა სახლში, რადგან ისინი მის ხასიათს გაუსაძლისად თვლიდნენ.