ცნობილი დირიჟორის, 54 წლის კარლო პონტისა და ზუმბას მოცეკვავის, ფიტნესინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილის შესახებ უამრავი სტატია დაიწერა.
აღმოჩნდა, რომ წყვილის სიყვარულის ისტორია თითქმის 2 წელს ითვლის. რომანი 2021 წლის 14 მარტს მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო.
კარლო პონტი საქართველოს პირველად ქართველი მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძის მოწვევით ესტუმრა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მოგვიანებით უცხო ქვეყანაში საყვარელ ქალს იპოვიდა და ხშირად მოუწევდა ჩამოსვლა.
ამჯერად მარიამი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს:
„ახლახან აღმოვაჩინე, თურმე ყველა სტატიაში „სოფი ლორენის სარძლოდ“ ვარ მოხსენიებული, არადა კარლოს ოფიციალურად ჯერ ხელი არ უთხოვია. ძალიან ბევრი ადამიანი მწერთ და შეიძლება პირადად ყველას ვერ გიპასუხოთ. ამიტომ, აქ გეტყვით საჯაროდ მადლობას ამდენი სითბოსთვის და სიყვარულის გაზიარებისთვის. მიხარია, რომ ამდენი ადამიანი გულშემატკივრობს ჩემს პირად ისტორიას. ზუსტად იცოდეთ, რომ ადამიანებს, ვისაც ასე გახარებთ სხვისი ბედნიერება, ადრე თუ გვიან თქვენც გეწვევათ დიდი სიხარული იმიტომ, რომ ცხოვრება სარკეა და რასაც გავცემთ ის გვიბრუნდება" - წერს მარიამი.