ცნობილი სახეები და დერმატოლოგები ერთხმად ამბობენ, რომ ბუნებრივი ზეთები სილამაზის მრავალი პროდუქტის შესანიშნავი ეკო-ალტერნატივაა. მაგალითად, გვინეტ პელტროუ აღფრთოვანებულია ქოქოსის ზეთით: ვარსკვლავი მას საუკეთესო დამატენიანებლად მიიჩნევს.
აკნესთვის: ჩაის ხის ზეთი
ამ ზეთს ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. დეზინფექციას უკეთებს კანს, ხელს უშლის აკნეს. ნებისმიერი ეთერზეთის მსგავსად, უმჯობესია არ წაისვათ იგი პირდაპირ კანზე. შეგიძლიათ შეიძინოთ განზავებული ზეთი აფთიაქში.
მშრალი კანისთვის: ქოქოსის ზეთი
დერმატოლოგები თვლიან, რომ ქოქოსის ზეთს შეუძლია ფორების დახურვა, ამიტომ უმჯობესია არ გამოიყენოთ იგი სახეზე, როგორც დამატენიანებელი. მაგრამ მშრალი იდაყვისა და ქუსლისთვის ეს შესანიშნავი პროდუქტია. ქოქოსის ზეთი შეიცავს A, E, B1, B2, B3, K და C ვიტამინებს, რკინას, კალციუმს, ფოსფორს და სხვა მაკრო და მიკროელემენტებს. ზეთის შემადგენლობაში შემავალი მირისტული ცხიმოვანი მჟავა ხელს უწყობს კოსმეტიკური ინგრედიენტების უკეთ შეღწევას კანში, ხოლო ოლეინის მჟავა ეხმარება კანს, შეინარჩუნოს ტენიანობა და აღადგენს ეპიდერმისის დამცავ ფუნქციებს.
მშრალი სახის კანისა და თმის დამატენიანებელი: არგანის ზეთი
არგანის ზეთის მთავარი უპირატესობა მისი მსუბუქი ტექსტურაა. ის არ კეტავს ფორებს და შესანიშნავად ატენიანებს კანს. მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია თქვენი თმის სილამაზისთვის - შეუძლია გააცოცხლოს ყველაზე მშრალი და დაღლილი თმაც კი - წაისვით რამდენიმე წვეთი ღამით და თავად დარწმუნდებით.