საოცარი მსგავსება მამა-შვილს შორის - პრინც უილიამის აქამდე უცნობი ფოტო აუქციონზე იყიდება - Marao

საოცარი მსგავსება მამა-შვილს შორის - პრინც უილიამის აქამდე უცნობი ფოტო აუქციონზე იყიდება

2023-06-21 12:52:42+04:00

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის უნიკალური ფოტოები აუქციონზე გაიყიდება. მათ შორის პრინც უილიამის ბავშვობის ფოტოცაა. მნახველები უელსის პრინცისა და თავისი უფროსი ვაჟის, პრინც ჯორჯის მსგავსებაზე ლაპარაკობენ. უილიამსა და ქეითს სამი შვილი, 9 წლის ჯორჯი, 7 წლის შარლოტა და 4 წლის ლუი ჰყავთ. 

სურათი გადაღებულია შოტლანდიაში, ბალმორალის ციხესიმაგრეში. ფოტოზე პრინცესა დიანას 3 თვის უილიამი უჭირავს ხელში.