დუბაის ემირს, მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს, ბერძენი ქალიშვილი ჰყავს, რომელიც ევროპაში გაიზარდა, შემდეგ კი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ცხოვრება აირჩია და თავადაც შეიხზე დაქორწინდა.
1993 წელს მუჰამედი ბერძენ ქალზე, ზოია გრიგორაკოსზე დაქორწინდა. 1994 წელს მათ ქალიშვილი, ქრისტინა შეეძინათ. მალე ზოია შვილთან ერთად ევროპაში დაბრუნდა. ისინი ჯერ ლონდონში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი საბერძნეთში გადავიდნენ. გოგონა ქრისტიანად გაიზარდა. მის ცხოვრებაში ცვლილებები 16 წლის ასაკში დაიწყო.
ქრისტინა დუბაიში გადავიდა, მუსლიმანი გახდა და ახალი სახელი - მაჰრა მიიღო, ხოლო მამამ მას სამეფო ტიტული მიანიჭა.
რამდენიმე წლის წინ შეიხის ქალიშვილი აღმოსავლეთის ყველაზე ლამაზი გოგონების ტოპ-ათეულში მოხვდა. 2023 წელს კი, 29 წლის ასაკში, იგი დუბაის მმართველი ოჯახის წარმომადგენელზე, შეიხ მანა ალ მაქტუმზე დაქორწინდა, რომელიც მისი შორეული ნათესავია.