"სერიალს რეალობისგან ბევრი რამ განასხვავებს" - საშინელი ფაქტი ჰარამხანის შესახებ - Marao

"სერიალს რეალობისგან ბევრი რამ განასხვავებს" - საშინელი ფაქტი ჰარამხანის შესახებ

2023-06-25 18:26:25+04:00

ყველას ახსოვს სერიალი "დიდებული საუკუნე", რომელმაც ოსმალეთის იმპერიის ისტორიის მიმართ გაზრდილი ინტერესი გამოიწვია. სერიალში განსაკუთრებით დეტალურად არის ნაჩვენები ხარჭების ცხოვრება სულეიმან ბრწყინვალის ჰარამხანაში.

მაგრამ სერიალს რეალობისგან ერთი რამ განასხვავებს -  "დიდებულ საუკუნეში" სულთნის ყველა ხარჭა ზრდასრულია. სინამდვილეში კი ყველაფერი სხვაგვარად იყო.

გოგონების უმეტესობა სულთნის ჰარამხანაში 12-14 წლის ასაკში მიჰყავდათ. ისტორიული ცნობების თანახმად, ალექსანდრა ანასტასია ლისოვსკა (ჰიურემ სულთანი) ჰარამხანაში გამოჩენის დროს დაახლოებით 15 წლის იყო.