ქართველი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც ცნობილი დიზაინერია. ავთანდილს იტალიასა და სხვა დიდ ქვეყნებში უკვე წლებია იცნობენ, საქართველოში კი მისი სამოსი კარგად ფასობს. დიზაინერს და მის მეუღლეს, ხათუნა თოთლაძეს, ერთ ქალიშვილი, ანასტასია ჰყავთ.
ხათუნა თოთლაძე 2014 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა. დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლეს პოპულარობა არ იზიდავს და ცოტამ თუ იცის მისი წარმატებული კარიერის შესახებ. ის წლებია სამინისტროს თანამშრომელია და ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობს. 37 წლის თოთლაძე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
ცნობილი დიზაინერის მეუღლე ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული ჩაცმულობის სტილით. მინისტრთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ხშირად მონაწილეობს შეხვედრებსა თუ მიღებებში, სადაც ძირითადად ჩაცმულობის ოფიციალურ სტილს ანიჭებს უპირატესობას.
ამჯერად წყვილი ქორწინების იუბილეს აღნიშნავს.

