ფოტო მსახიობ ენდი ძიძავასა და ბადრი კოღუაშვილის ქალიშვილის დაბადების დღიდან, რომელსაც სოციალურ ქსელში რამდენიმე დღეა განიხილავენ - Marao

ფოტო მსახიობ ენდი ძიძავასა და ბადრი კოღუაშვილის ქალიშვილის დაბადების დღიდან, რომელსაც სოციალურ ქსელში რამდენიმე დღეა განიხილავენ

2023-06-27 20:43:28+04:00

ნია კოღუაშვილის დაბადების დღე, სადაც ქართული და რუსული ესტრადის ვარსკვლავები გამოდიოდნენ, უკვე რამდენიმე დღეა, ქართულ სოციალურ ქსელებში განხილვის მთავარი საგანია.

ამჯერად ენდი ძიძავა მეუღლისა და ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს:

„დიდად არ გამოვირჩევი ფოტოების აქ ფრიალით, მაგრამ… აქაური ერთი ფრაზა გამახსენდა ახლა. აი, ის მომენტი…

ყოველთვის მეღიმებოდა ამ ფრაზაზე.

არასოდეს თქვა არასოდეს!

და აი, მეც დამიდგა ეს მომენტი, როდესაც… ვზივარ ახლა და ვფიქრობ, დავდო-არ დავდო იმდღევანდელი მამა-შვილის, გნებავთ, ერთი ფოტო მაინც…

პ.ს. სულ პატარა რომ იყო ნია, ჩემმა მაგდუმ ასწავლა ლექსის ერთი სტროფი, რომელიც ასე იწყებოდა:

„ჩემო ჭაღარა მამიკო…“

მთლად გაჭაღარავებულა…

იდოს ეს ფოტო აქ. ისე, ყოველი შემთხვევისთვის. რას დავაშავებ ამით, რო?“ - წერს მსახიობი.