ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის წყვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. მაიკო პროფესიით მსახიობია, ხოლო ანდრია, მსახიობობასთან ერთად, მომღერლობასაც ითავსებს.
წყვილი „ინსტაგრამზე“ აქტიურობით გამოირჩევა და საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებს. წყვილს ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს.
„უარი ვთქვი ძალიან სერიოზულ პროექტზე ანდრიას იმდროინდელი ხასიათის გამო. იყო ერთ-ერთი ბრიტანელი რეჟისორი, რომელიც მსოფლიო დონის ხუთეულში შედიოდა. სპექტაკლში მნახა და მითხრა, რომ სურდა, მთავარ როლში ვყოფილიყავი. შემდეგ გვქონდა გასაუბრება, კასტინგები გავიარე და რაღაც ინტიმური სცენა უნდა ყოფილიყო, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ იქ ინტიმური არც არაფერი იყო.
ურთიერთობა ახალი დაწყებული გვქონდა და ანდრიაც აღელდა, სხვანაირად იყო განწყობილი. ინერვიულა და იმდენად განიცადა, რომ რეჟისორს უარი ვუთხარი. პირდაპირ არ მითხრა, რომ არ წავსულიყავი, მაგრამ მაგრძნობინა, რომ ეს მასზე ძალიან ცუდად იმოქმედებდა”, – ამბობს მაიკო ვაწაძე.