მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და მომღერლის გათხოვების შესახებ არაერთი ჭორიც დადიოდა.
თიკა ჯამბურიამ ბავშვობის სიყვარულზე ადრეულ ასაკში იქორწინა, თუმცა მისი და ბექა ხოფერიას კავშირი მალევე დასრულდა. მათ ერთი შვილი, ნინა ჰყავთ: "20 წლის რომ გავხდი, ერთ თვეში დაიბადა ნინა. საერთოდ, ქალი შეიძლება 18 წლის ასაკში იყოს მზად დედობისთვის და ზოგი 40 წლისაც არა, ინდივიდუალურია. მე თითქოს მზად ვიყავი, გაცნობიერებული მქონდა, რომ მუცლით ვატარებდი ჩემს შვილს, რომელიც ძალიან მიყვარდა, ვუვლიდი, ვუფრთხილდებოდი" - აღნიშნავდა თიკა ერთ-ერთ ინტერვიუში.
თიკა ხშირად წერს, რომ შვილთან, ნინა ხოფერიასთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. როგორც ჩანს, დედა-შვილი ერთად დროს მართლაც სასიამოვნოდ და მხიარულად ატარებს. კადრებს საკუთარი ყოველდღიურობიდან კი გამომწერებსაც ხშირად უზიარებენ.
მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ თიკა და ბექაც. ისინი ერთობლივ ფოტოებსა და ვიდეოებს ხშირად აქვეყნებენ სოციალურ ქსელში. ამჯერად თიკამ სწორედ ბექასთან ერთად გადაღებული სახალისო კადრები გააზიარა: "საუკეთესო ყოფილი ქმარი" - წერს ის.