"დრომ გაირბინა! ელენეს ბოლო ზარი, ახალი ეტაპი ცხოვრების… მინდა ვუსურვო წარმატებები! მადლობა მუსიკალური სემინარიის პედაგოგებს! ნათელში ამყოფოს უფალმა ქ-ნი მანანა დოიჯაშვილი - დიდი მადლობა მას! დიდი მადლობა ევროპული სკოლის ყველა პედაგოგს და ადმინისტრაციას” - წერდა ნინო ანანიაშვილი შვილის შესახებ.
ელენე ვაშაძე ცნობილი ბალერინას, ნინო ანანიაშვილისა და პოლიტიკოსის, გიორგი ვაშაძის ქალიშვილია. მიუხედავად იმისა, რომ ელენეს მშობლები ეკრანსა თუ სცენაზე ხშირად ჩანან, თავად კამერების წინ თითქმის არასდროს ჩნდება. ელენე გატაცებულია ცხენოსნობით, წელს კი მის ცხოვრებაში ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო.