დილით ჯანსაღი შიმშილის გრძნობა სრულიად ნორმალურია, მაგრამ არასწორი კვების გრაფიკი ან მენიუს შემადგენლობა გარდაქმნის ჰორმონალურ ბალანსს, რაც ღამით გაღვიძებას იწვევს.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ღამით პერიოდულად ჭამა არ არის აკრძალული, მაგრამ ნამდვილად არ ღირს ამის ტრადიციად და ჩვევად გადაქცევა. თუ გესმით, რომ სიტუაცია პრობლემური ხდება, პირველ რიგში, გააანალიზეთ, იკვებებით თუ არა საკმარისად დღის განმავლობაში.
მაგრამ თუ ღამით შიმშილის გრძნობა მაინც შემოგიტევთ, დიეტოლოგები შემდეგი კერძების მირთმევას გირჩევენ.
ინდაურის მკერდი
ინდაური მდიდარია ამინომჟავით, L-ტრიპტოფანით. მჭლე და ნაზი ინდაურის მკერდი შესანიშნავი საშუალებაა თქვენი შიმშილის დასაკმაყოფილებლად. მიირთვით კიტრით და მშვიდად დაიძინეთ დილამდე!
მარცვლეული და რძე

ჭიქა თბილი რძე და მარცვლეული დააკმაყოფილებს თქვენს შიმშილს და დაგეხმარებათ მშვიდად დაძინებაში.
ბანანი და არაქისის კარაქი
ეს ვარიანტი საკმაოდ მაღალკალორიულია, მაგრამ ეფექტური. ბანანი შეიცავს კალიუმს, რომელიც ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას. დაუმატეთ მას უშაქრო არაქისის კარაქი.