ბოლო დროს საფეხბურთო სამყაროში სულ უფრო მეტს საუბრობენ ახალგაზრდა ფეხბურთელ ზურიკო დავითაშვილზე, რომელმაც საქართველოსა და ნიდერლანდების გუშინდელ დაპირისპირებაში თავი გამოიჩინა და შესანიშნავი გოლი გაიტანა. ზურიკო დავითაშვილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემტევი ნახევარმცველია. 2017 წელს გახდა ყაზახეთის პრეზიდენტის თასის საუკეთესო ბომბარდირი 6 გატანილი გოლით. 2022 წლიდან ირიცხება "დინამო ბათუმში". 2022 წლის 30 აგვისტოს ერთწლიანი იჯარით გადავიდა ფრანგულ კლუბ "ბორდოში".
ზურიკო დავითაშვილი სოციალურ ქსელში პროფესიულ წარმატებასთან ერთად, ხშირად აქვეყნებს კადრებს საკუთარი ყოველდღიურობიდანაც. ზურიკოს რჩეული უმშვენიერესი მია გზირიშვილია, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარია. გუშინდელი შთამბეჭდავი გოლის შემდეგ კი მიამ სოციალურ ქსელში ზურიკოსთან ერთად გადაღებული კადრები გამოაქვეყნა: „როდესაც ქმარი ყველა გოლს შენ გიძღვნის“ - დაწერა მან.