მატილდა გვარლიანი Vogue-ის ახალ ნომერში მოხვდა. ის ფოტოგრაფმა ხავიერ რუიზმა გადაიღო. ესპანური Vogue-ის ივლისის ნომრის თემატიკა „სახლში დაბრუნებაა“’. სწორედ ასე ჰქვია ფოტოსესიასაც - Volver Al Pueblo.





მატილდასთვის ეს Vogue-თან თანამშრომლობის პირველი გამოცდილება არ არის. ის გასული წლის ნოემბერში ნიდერლანდური გამოცემისთვისაც გადაიღეს, შთამბეჭდავმა ფოტოებმა კი დიდი მოწონება დაიმსახურა.

მოგვიანებით გამოცემა Models.com-მა ახალბედა მოდელების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მკითხველის რჩეული ამომავალი ვარსკვლავი მატილდა გვარლიანი გახდა.
მატილდამ კარიერა პატარა ასაკში დაიწყო და როგორც თავად არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს პროფესია მისთვის ბავშვობიდან საოცნებო იყო: „მთელი ბავშვობა მიზნად მქონდა დასახული, რომ როცა გავიზრდებოდი, უნდა ვყოფილიყავი მოდელი“ - ამბობდა მატილდა. ამ სურვილის ასრულებაში მას საკუთარი მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა დაეხმარა. სულ ცოტა ხნის წინ მოდის 4 დედაქალაქში ჩატარებულ ჩვენებებზე მატილდა გვარლიანი წამყვანი მოდის სახლების სამოსით ("დიორი", "შანელი", "კაროლინა ჰერერა") პირველად ვიხილეთ. მისი სამომავლო გეგმა კი Next Models Worldwide-ში მოხვედრაა.