ცოტა ხნის წინ ლენუკა ყიფშიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ძმა გიორგი ყიფშიძე და ენი გასოევა დაშორდნენ. ენის და გიორგის ორი საერთო შვილი ჰყავთ. თავად ენი გასოევამ დაშორებაზე გულწრფელად ისაუბრა:
„ისე მოხდა, რომ პრესა აჭრელდა და არ გაჩერებულა. ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი. ერთდროულად თავს დამატყდა. ვიყავი „თბილისი ოფენ ეარზე“. მთელი თბილისი იქ იყო. მეგობარი დავკოცნეთ ხუმრობით და პრესამ გამოაქვეყნა, რომ თურმე მკერდზე ვკოცნი ამ ჩემს 18 წლის მეგობარს, რაც ასე არ ყოფილა. ლენუკამაც დაწერა პოსტი, რომ ჩემი რძალი ენი აღარ არის, ჩემი ძმა დაშორდაო. მე ვფიქრობ, ბევრ რამეს არ ვიმსახურებდი. ძალიან მიყვარს ნატალია, ჩემთვის ძალიან ძვირფასი მეგობარია, მიუხედავად იმისა, რომ ახლა არაფრის დრო არ რჩება. ნატალია განზეა გამდგარი, არაფერში ერევა. რაც შეეხება ლენუკას, არაფერი მწყენია. ვისაც რა უნდა, ის პოზიცია დააფიქსიროს, იქით იყო, აქეთ იყოს…
მე და გიორგი დაახლოებით ექვსი თვეა, რაც დავშორდით, მაგრამ დაშორების პროცესი ცოტა ადრე დაიწყო. არაფერი კონკრეტული არ მომხდარა. გარემო პირობები, სტრესი, პანდემიები. ყველაფერი დაგროვდა საბოლოო ჯამში და ვერ გავუმკლავდით.
გიორგი ჩემთვის დღემდე ძალიან ძვირფასია. სულ პატივს ვცემ, მეყვარება და ყოველთვის გულშია. ჩვენ შორის 20 წელია სხვაობა, მაგრამ ეს არ ყოფილა მიზეზი. გიორგისგან ძალიან ბევრი რამ ისწავლა, გიორგიმაც ახალი თაობის ბევრი რამ გაიგო. დიდი ხანი ვცდილობდით, რომ გარემოდან გამომდინარე, რაღაცები გაგვემთელებინა. იყო მცდელობები ორივეს მხრიდან, მაგრამ ვერაფერი შევძელით. ერთმანეთი ახლაც ძალიან გვაინტერესებს. პრობლემა ისაა, რომ ვეღარ მოხდა ამის აღდგენა… ცოტა დავისტრესეთ და განრიდება მოხდა ერთმანეთისგან. ვფიქრობ, რომ სწორი მოხდა. სადღაც ერთი წელი ვცდილობდით, მაგრამ ვერ გამოვიდა… მეც განვიცადე, მძიმე იყო და გიორგიმაც ძალიან განიცადა. ბოლოს კონფლიქტებიც იყო… მთავარია, მეგობრებად დავრჩეთ” - ამბობს ენი გასოევა.