ნაომი კემპბელს პირველი ქალიშვილი 50 წლის ასაკში, 2021 წლის მაისში შეეძინა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ის უკვე ორი შვილის დედაა. მას გოგონას შემდეგ ბიჭი ჰყავს. სუპერმოდელმა ფოტო საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" გამოაქვეყნა.
"ჩემო პატარა, იცოდე, რომ უზომოდ ძვირფასი ხარ და გარშემორტყმული ხარ სიყვარულით იმ მომენტიდან, როცა შენი მოვლენით გაგვაბედნიერე. შენ ხარ ნამდვილი საჩუქარი ღვთისგან" - წერს ნაომი და ამბობს, რომ არასდროს არის გვიან, გახდე დედა.
ნაომი პირველი შვილის დედა 50 წლის ასაკში გახდა. ბრიტანული Vogue-ის 2022 წლის მარტის ნომერში, რომლის ყდასაც ის 9 თვის ქალიშვილთან ერთად ამშვენებდა, ამბობდა, რომ დიდი ხნის მანძილზე სურდა, გამხდარიყო დედა. "ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთ დღეს დედა გავხდებოდი, მაგრამ ეს ყველაზე დიდი სიხარულია, რაც კი ოდესმე გამომიცდია. გამიმართლა, რომ მყავს შვილი. "ყველას ვეუბნები, გააკეთეთ! ნუ მოგერიდებათ!" - ამბობდა ის.