კერი ოტისი 1968 წლის 28 სექტემბერს, სან-ფრანცისკოს მახლობლად მდებარე პატარა ქალაქში დაიბადა. გარეგნულად გოგონას ოჯახი სამაგალითო ჩანდა, მაგრამ სკანდალები ყოველდღე დახურულ კარს მიღმა ვითარდებოდა. კერის მშობლები ალკოჰოლზე დამოკიდებულები იყვნენ, ამიტომ ეს გოგონაზეც მოქმედებდა... მოგვიანებით აღნიშნა, რომ ხშირად სკოლაში წასვლის ნაცვლად, სახლიდან ვისკის იპარავდა და მეგობრებთან ერთად დასალევად მიდიოდა.

კერი ოტისის სამოდელო კარიერის პიკი 1990-იანი წლების დასაწყისში დადგა. როდესაც ინდუსტრიაში სხეულის პოზიტიურობის შესახებ არაფერი იცოდნენ, გოგონა კი ყოველთვის ჭარბწონიანობისკენ იყო მიდრეკილი - თითქმის მთელ დროს კასტინგებზე ატარებდა, სპორტდარბაზში სიარულის დრო არ ჰქონდა, ამიტომ წონის შესანარჩუნებლად ერთ დიეტას მიმართა, რომელიც მოდელებში საკმაოდ პოპულარულ იყო: ყავა+სიგარეტი.
„4-6 ჭიქა ამერიკანო და საჭმლის ნაცვლად ერთი კოლოფი სიგარეტი. ეს მთელი დღის განმავლობაში ენერგიას მმატებდა“ - თქვა კერიმ დიეტის შესახებ.

გასაკვირი არ არის, რომ რამდენიმე კვირის შემდეგ ოტისს თითქმის აღარ ჰქონდა ძალა და წონაშიც საგრძნობლად დაიკლო - ფოტოგრაფს კი პირიქით, ეს ძალიან მოსწონდათ.
"არავის აინტერესებდა როგორ დავიკელი წონაში, ყველა აღფრთოვანებული იყო ჩემი სიგამხდრით", - თქვა ვარსკვლავმა.
მალე უძილობა დაეწყო. ხანდახან დღეში ერთი საათი ეძინა და დროთა განმავლობაში რეალობასთან კავშირს საერთოდ კარგავდა. მეგობრები სთხოვდნენ, ექიმთან წასულიყო, მაგრამ კერის კარიერის გარდა აღარაფერი აინტერესებდა.

1992 წელს იგი მიკი რურკიზე დაქორწინდა, რომელიც „ველური ორქიდეის“ გადასაღებ მოედანზე გაიცნო. მიკი ამჩნევდა, რომ მისი ცოლი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ დახმარებას არ ცდილობდა. უფრო მეტიც, ბევრს სვამდა, ხშირად ბრაზდებოდა და კერიზე ფიზიკურად ძალადობდა.
კერის კარიერა თითქმის დასრულებული იყო, სძულდა ქმარი, 1998 წელს კი კინაღამ დოზის გადაჭარბებით გარდაიცვალა. ოტისმა რეაბილიტაცია კერძო კლინიკაში გაიარა და ქმართან განქორწინება მოითხოვა.

კერის რამდენიმე წელი დასჭირდა საკუთარი თავის ხელახლა შესაყვარებლად. თუმცა, მსახიობს საკუთარი თავის წამების სურვილი აღარ ჰქონდა. უფრო მეტიც, რამდენიმე წლის შემდეგ იგი plus-size მოდელი გახდა.