"ვიღლები, მაგრამ ეს არაფერია იმ სიყვარულთან შედარებით, რომელსაც ჩემი შვილის ხელში აყვანისას ვგრძნობ" - ქეთი მელუას მეუღლე, შვილი და ოჯახური იდილია - Marao

"ვიღლები, მაგრამ ეს არაფერია იმ სიყვარულთან შედარებით, რომელსაც ჩემი შვილის ხელში აყვანისას ვგრძნობ" - ქეთი მელუას მეუღლე, შვილი და ოჯახური იდილია

2023-07-01 10:15:42+04:00

ქეთი მელუა პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობს. მომღერალი ქმარს, ჯეიმს ტაუზლენდს, დაშორდა და დაქორწინდა მეცნიერზე, რომელსაც დოქტორის ხარისხიც აქვს.

ცოტა ხნის წინ მომღერალს პირველი შვილი შეეძინა: "ეს იყო საუკეთესო თვე, ჩვენ უკვე სანდროს მშობლები ვართ. ეს თითქოს სიზმარია, არასდროს მიგრძნია ასეთი დიდი სიყვარული" - წერდა ის სოციალურ ქსელში.

ამჯერად ქეთი პატარასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დედა-შვილი ნოდარ დუმბაძის ლექსს კითხულობს, კადრებს სოციალურ ქსელში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა.