"ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი მთელს სამყაროში" - ანუკი არეშიძე იუბილარია, დიზაინერი 34 წლის გახდა - Marao

"ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი მთელს სამყაროში" - ანუკი არეშიძე იუბილარია, დიზაინერი 34 წლის გახდა

2023-07-01 10:33:41+04:00

დიზაინერი ანუკი არეშიძე 1 ივლისს იუბილარია. ის 34 წლის გახდა.

ანუკიმ სამოდელო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო და წარმატებით საქმიანობდა იტალიაში. მოგვიანებით კი, 2013 წელს, თბილისში საკუთარი ბრენდი Anouki შექმნა, თუმცა მას უკვე ევროპაშიც კარგად იცნობენ. დიზაინერი ქალის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებსაც ქმნის. სულ ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ საბავშვო ხაზის წარმოება დაიწყო, რომელსაც უმცროსი შვილის, ნიკოლასის სახელი დაარქვა.

ყოფილმა ფეხბურთელმა, კახა კალაძემ და ანუკი არეშიძემ ერთმანეთი 2008 წელს მილანში გაიცნეს. 2013 წელს იქორწინეს. წყვილს ოთხი შვილი, ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლა ჰყავს. კახა კალაზე ამ ეტაპზე თბილისის მერის თანამდებობას იკავებს, ანუკი კი შვილების აღზრდითა და საკუთარი ბიზნესითაა დაკავებული.