მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა 2021 წლის სექტემბერში დაოჯახდა. მისი მეუღლე კახაბერ კაშიაა. წყვილს პირველი შვილი, ნინა, 2022 წლის ივლისში შეეძინა. სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ისინი მეორე შვილს ელოდებიან. ორსულობის საკუთარ გამოცდილებაზე ნანუკამ გადაცემაში "ჩვენი ოჯახი" ისაუბრა:
„წონის მატება მხოლოდ ვიზუალური ნაწილი და შემდეგ ფსიქოლოგიური არ არის, ის მოქმედებს ნაყოფზე, შენს ჯანმრთელობაზე, შემდეგ კი მშობიარობის დროს გიშლის ხელს… მითია, რომ თუ ორსულად ხარ, ყველაფრის ჭამა შეგიძლია და თუ არ შეჭამ, ამით ბავშვს დააკლდება რამე. პირველი ორსულობისას დიეტაზე არ ვყოფილვარ, არ ვჭამდი განსაკუთრებით ბევრს, მაგრამ არც თავს ვიზღუდავდი. ჭარბი წონის გამო დამეწყო წნევები და საკეისრო კვეთა დამჭირდა. ახლა ძალიან ვაკონტროლებ თავს და იმდენ შვილს გავაჩენ, რამდენი შანსიც მომეცემა" - ამბობს ნანუკა გულუა.