მუსიკოსს, ჯგუფ „მგზავრების“ სოლისტს, გიგი დედალამაზიშვილს, საზოგადოება უკვე წლებია, კარგად იცნობს. გიგიმ მოკლე დროში შეძლო საზოგადოებისთვის თავის შეყვარება და მისი გულშემატკივრების რიცხვი ყოველდღე უფრო და უფრო იზრდება. გარდა გიგი დედალამაზიშვილის კარიერული წარმატებისა, საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას მისი პირადი ცხოვრებაც იმსახურებს. მომღერლის მეუღლე უკრაინელი ფოტოგრაფი მარინა კარპია. მათ ორი შვილი ჰყავთ.
„მარინას რომ შევხვდი, რაღაცნაირად მივხვდი, რომ ჩემი ადამიანი ვიპოვე და ერთმანეთისთვის ვიყავით დაბადებული. ბავშვი იყო და დიდს ჰგავდა. მივხვდი, რომ ვეძებდი ისეთ ქალს, როგორიც მარინაა. ძალიან მიხარია, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ”, – ამბობდა გიგი დედალამაზიშვილი.
ამჯერად მან ჟურნალი "სარკის" კითხვებს უპასუხა და ოჯახურ ურთიერთობაზე ისაუბრა:
„ჩვენთვის სხვადასხვა ერის შვილობას ბარიერი არ შეუქმნია. ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს, რადგან ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა. ზოგჯერ თუ ვკამათობთ და ვბრაზდებით, ორივემ ვიცით, რომ ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია და ორივე ვცდილობთ, პირველი ნაბიჯი გადავდგათ სიტუაციის დასათბობად. ჩვენი ოჯახური ბედნიერების გასაღები სიყვარულია. სიყვარულმა შეგვაერთა, სიყვარულის ნაყოფი არიან ჩვენი შვილები და რაც დრო გადის, მით უფრო ვაფასებთ ჩვენს სიყვარულსა და ჩვენს ოჯახს…“, - ამბობს გიგი დედალამაზიშვილი.