ნანუკა გოგიჩაიშვილს საქართველოში ბევრი იცნობს. ის ყველასთვის, განსაკუთრებით, პატარებისთვის საყვარელი "გოგიჩასა" და ჟურნალისტ ნათია ბანძელაძის შვილია. ნანუკამ სამოდელო კარიერა აირჩია და ამ სფეროში თავადაც წარმატებულია. რამდენიმე წლის წინ კი მან ცხოვრება ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიას დაუკავშირა. წყვილი შვილთან, აივი-ნიკოლთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა სამშობლოსაც ხშირად სტუმრობს.
ამჯერად "ინსტაგრამზე" ახალ პოსტს აქვეყნებს: "ამ სხეულით ორი ულამაზესი ქალიშვილი ვატარე. მადლობელი ვარ, რომ მათ მე ამირჩიეს" - წერს ნანუკა.