ლიზა ჩიჩუასა და ირაკლი მაქაცარიას წყვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. ლიზა ცნობილი ექიმების, ქეთი ასათიანისა და გიორგი ჩიჩუას ქალიშვილია. ის მშობლების გზას აგრძელებს და თავადაც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. ირაკლი კი ბოლო წლებში აქტიურად ჩანს ტელეეკრანებზე. მსახიობი და ტელესახე საკუთარი ბიზნესითაცაა დაკავებული და ხშირად მოგზაურობს.

წყვილმა 2022 წლის ზაფხულში იქორწინა, ჯვარი კი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერა. ლიზამ და ირაკლიმ ორსულობის შესახებ გულშემატკივრებს სულ ცოტა ხნის წინ აცნობეს, როცა კადრები საორსულო ფოტოსესიიდან გამოაქვეყნეს. ივნისის თვეში კი ისინი პირველი შვილის, გიორგის მშობლები გახდნენ.
ამჯერად ირაკლი მაქაცარია სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს: "როცა შენზე ვფიქრობ" - ამ სიტყვებს ის მეუღლეს, ლიზა ჩიჩუას უძღვნის.