ტელესახე ნუცა ქავთარაძისა და მსახიობისა და ტელეწამყვანის, არჩილ სოლოღაშვილის სიყვარულის ისტორია უკვე 11 წელს ითვლის. ორივე მათგანი ხშირად ჩანს ტელეეკრანზე და აუდიტორიას ახალ და საინტერესო ამბებს აწვდის. ნუცას და აჩიკოს ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავთ.
ამჯერად აჩიკო სოციალურ ქსელში მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს:
"ყველაზე მაგარო გოგო, მადლობა, რომ მილამაზებ ცხოვრებას, მადლობა, რომ ასე გიყვარვარ და მადლობა, რომ სანის დედა ხარ. ბედნიერი იყავი, ცუცა, მთელი ცხოვრების მანძილზე" - წერს აჩიკო.