ლეონარდო დიკაპრიო და ჯიჯი ჰადიდი ურთიერთობას აღარ მალავენ - რას წერს უცხოური მედია - Marao

ლეონარდო დიკაპრიო და ჯიჯი ჰადიდი ურთიერთობას აღარ მალავენ - რას წერს უცხოური მედია

2023-07-07 17:04:38+04:00

2022 წლის შემოდგომაზე გავრცელდა ჭორები ჰოლივუდის მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოსა და მოდელ ჯიჯი ჰადიდის ურთიერთობის შესახებ. ეს საუბრები უსაფუძვლო არ ყოფილა – წვეულებებზე ვარსკვლავებს ხშირად ერთად ხედავდნენ. თავდაპირველად, "წყვილი" დროს მხოლოდ მეგობრების საერთო კომპანიაში ატარებდა, მაგრამ მალე პაპარაცებმა მათი ერთად დაფიქსირება მოახერხეს. 

ივლისის დასაწყისში ისინი ჰემპტონში შენიშნეს. კვირას კი Tao Group-ის დამფუძნებლის მარკ პაკერის წვეულებაზე ერთად გამოჩნდნენ. 

წყაროები მანამდე იტყობინებოდნენ, რომ რომანით დაინტერესებულნი არიან მსახიობიც და მოდელიც. თუმცა, ჯიჯის არ სურს აჩქარება:

"მას ძალიან უყვარს ლეო და დაინტერესებულია რომანის გაგრძელებით, მაგრამ ამავე დროს მოდელობით და ქალიშვილზე ზრუნვითაა დაკავებული."

ამიტომ, უცნობია რამდენ ხანს გაგრძელდება წყვილის ფარული შეხვედრები და გადაწყვეტენ თუ არა ისინი საზოგადოებაში ერთად გამოჩენას.