ფიტნეს ბლოგერები დღეს საკმაოდ პოპულარულები არიან. ირკვევა, რომ პირველი ფიტნეს მოდელი სოციალურ ქსელებზე დიდი ხნით ადრე გამოჩნდა...
1890-იანი წლებში მაყურებელი ცირკის საყურებლად შეიკრიბა, შემდეგ კი არენაზე ახალგაზრდა ქალი გამოჩნდა. სათანადო ვიქტორიანულ სამოსში გამოწყობილი, არაფრით განსხვავდებოდა აუდიტორიის სხვა ქალბატონებისგან. მაგრამ როგორც კი ტანსაცმელი გაიხადა, მაყურებლის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ეს იყო ჩარმიონი, ფიტნეს ინდუსტრიის ერთ-ერთი პირველი გავლენიანი ქალი.
იგი 1875 წელს კალიფორნიაში დაიბადა, მისი კარიერა კი სრულიად შემთხვევით დაიწყო. ერთ დღეს გაზეთში წააწყდა რეკლამას, რომ თეატრი ეძებდა გოგონას აკრობატული აქტისთვის. გასაუბრებაზე მისულს გაუმართლა და მალევე აიყვანეს. ოთხი თვის განმავლობაში დაუღალავად ვარჯიშობდა. მისი დებიუტი 1897 წელს, ნიუ-იორკში შედგა.ჩარმიონი სწევდა სიმძიმეებს და ეჭიდავებოდა მამაკაცებს. ის იყო ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელმაც საჯაროდ აჩვენა თავისი კუნთოვანი სხეული.

ჩარმიონმა ცნობილი გამომგონებლის თომას ედისონის ყურადღებაც კი მიიპყრო და 1901 წელს მასთან ერთად სამწუთიანი მუნჯი ფილმი გამოუშვა. ეს იყო ვიზუალური სიგნალი იმისა, რომ მაყურებელი ზიზღით არ უნდა რეაგირებდეს სპექტაკლზე, როგორც ამას იმდროინდელი საზოგადოება აკეთებდა. დღეს ფიტნეს მოდელები აღარავის უკვირს. მეტიც, ისინი დიდი პოპულარობითაც სარგებლობენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამაში დიდი წვლილი სწორედ ჩარმიონს მიუძღვნის.
პირველი ქალი ფიტნეს მოდელი 1949 წელს 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.