მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ის გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებს ახალ ფოტოებს და დასმულ კითხვებსაც ხშირად პასუხობს.
სოციალურ ქსელში ხშირად წერენ, რომ მანიკას განსაკუთრებული გარეგნობა აქვს და მის მიმართ კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ.
„ვინ ვინ არის“ მეორე სეზონის გამარჯვებული სწორედ მანიკა ასათიანი გახდა, რომელიც ფასკუნჯის პერსონაჟის უკან იმალებოდა. ამის შესახებ მან "ინსტაგრამზე" პოსტიც გამოაქვეყნა.
"წარმოუდგენელი რამ ხდება ჩემს თავს! ამდენი სიყვარული, სითბო, ბედნიერება სად დავიტიო, მართლა არ ვიცი. უდიდესი მადლობა ყველას ჩემი სიხარულის გაზიარებისთვის! ამ ბედნიერი ცრემლით მეტირება მთელი დღეა ყოველ წერილზე და კომენტარზე! ამაზე ძვირფასი მართლა არაფერი არაა ცხოვრებაში, როცა ამდენ ადამიანს უყვარხარ.
ამ პროექტით და ჩემი გამარჯვებით განსაკუთრებულად ჩემი ოჯახის წევრები გავაბედნიერე და ამაზე ყველაზე მეტად მიჩუყდება გული!
დანარჩენზე მერე მოგიყვებით, კულისების უამრავი ვიდეო მაქვს და გამოვფენ ყველაფერს. ახლა, უბრალოდ, ყველასთვის მადლობა მინდოდა გადამეხადა, რადგან საოცრება ხდება მართლა ჩემს თავს!
მიყვარხართ !" - წერს მანიკა ასათიანი.