პრინცესა დიანას ვარცხნილობა მის ერთგვარ სავიზიტო ბარათად გადაიქცა და წლების განმავლობაში, აღნიშნულ სტილს იყენებდა. დოკუმენტურ ფილმში "დიანა: სტილის დედოფალი" უელსის პრინცესას სტილისტმა დაწვრილებით ისაუბრა ამ ვარცხნილობის ისტორიაზე. სტილისტი აღნიშნავდა, რომ ეს 1990-იან წლებში მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო, რომელიც პრინცესას ცვლილების სურვილიდან გამომდინარეობდა.

სემ მაკნაიტმა, რომელიც დიანასთან მის გარდაცვალებამდე, 1997 წლამდე მუშაობდა, თქვა, რომ პრინცესას პირველად 1990 წელს ბრიტანული Vogue-ის გადასაღებ მოედანზე შეხვდა. გადაღებების დასრულების შემდეგ დიანამ მაკნაიტს მოულოდნელად ჰკითხა, მისთვის რა ვარცხნილობის შერჩევას შეძლებდა.
"ვგრძნობდი, რომ მას ცვლილებები სურდა. ვუთხარი, რომ ყველაფერს თავად გადავწყვეტდი. ისიც დამთანხმდა და ეს ვარცხნილობა შევურჩიე..." - თქვა სტილისტმა.

მიუხედავად იმისა, რომ იმიჯის შეცვლის ეს გადაწყვეტილება სპონტანური და იმპულსური იყო, საოცრად გაამართლა. მოგვიანებით, პრინცესა დიანამ ამ მომენტს თავის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი უწოდა და თქვა, რომ პიროვნულ ზრდაში დაეხმარა.
წაიკითხეთ სრულად