უკვე მრავალი წელია, ოდრი ჰეპბერნი სტილისა და სილამაზის ხატად ითვლება და მისგან მთელ მსოფლიოში უამრავი გოგონა შთაგონებას იღებს. დღეს გაგიზიარებთ 6 ყველაზე გამორჩეულ ვარცხნილობას, რომლებიც სწორედ ოდრი ჰეპბერნითაა შთაგონებული და უამრავი ადამიანის ყურადღებას იპყრობს, 2023 წლის ზაფხულში კი განსაკუთრებით აქტუალური იქნება:
ერთად მჭიდროდ შეკრული თმა

მსგავსი ვარცხნილობა ჰეილი ბიბერმა Tiffany Landmark-ის გახსნისთვის აირჩია. უკან მჭიდროდ შეკრული თმა, რომელიც შავი ლენტითაა დამაგრებული, ძალიან სადა, დახვეწილი და ამავდროულად, გამორჩეულია.
"კუდი" ოდრის სტილში

იმისათვის, რომ საკულტო ვარცხნილობა შექმნათ, შუაზე თმა სუფთად და ზუსტად უნდა გადაიყოთ და უკან მჭიდროდ შეიკრათ.
"რთული" ტალღა

კიდევ ერთი ვარცხნილობა, რომელიც ოდრი ჰეპბერნის სტილშია, თუმცა დეტალები შეცვლილი და კიდევ უფრო დახვეწილია.
წაიკითხეთ სრულად