სტივენ ჰოკინგის ციტატები, რომლებიც ცხოვრებაზე დაგაფიქრებთ - Marao

სტივენ ჰოკინგის ციტატები, რომლებიც ცხოვრებაზე დაგაფიქრებთ

2023-07-08 10:32:00+04:00

სტივენ ჰოკინგის მოღვაწეობის ძირითადი სფერო კოსმოლოგიასა და კვანტურ გრავიტაციას მოიცავდა. მას შავი ხვრელის შესახებ ბევრი რამ აქვს შესწავლილი, დაწერა რამდენიმე წიგნიც, საიდანაც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი "დროის მოკლე ისტორიაა" (A Brief History of Time), რომელიც ქართულ ენაზეც ითარგმნა.

21 წლის ასაკში, როდესაც ჯერ კიდევ ოქსფორდში იყო, ერთ-ერთი უიშვიათესი დაავადება, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი დაუდგინეს, რომელიც ადამიანს მოძრაობისა და მეტყველების უნარს უკარგავს. მიუხედავად ამისა, მას სწავლა და სამეცნიერო მოღვაწეობა არ შეუწყვეტია

  • შემინიშნავს, რომ ის ადამიანებიც კი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია და ჩვენ ვერაფერს შევცვლით, გზაზე გადასვლამდე ყოველთვის იყურებიან აქეთ-იქით
  • ჩემი პოპულარობის უარყოფითი მხარე ისაა, რომ მსოფლიოს რომელ კუთხეშიც გინდა წავიდე, ყველგან მცნობენ. მუქი სათვალისა და პარიკის ტარება ჩემთვის საკმარისი არაა, სავარძელი ყოველთვის გამცემს.
  • ფუნდამენტურად განსხვავდება რელიგია, რომელიც ეფუძნება ავტორიტეტებს, და მეცნიერება, რომელიც დამყარებულია დაკვირვებასა და მსჯელობაზე. მეცნიერება გაიმარჯვებს, რადგან ის მუშაობს.
  • მე არანაირი სურვილი არ მაქვს, ვინმეს ვუთხრა, რისი სჯეროდეს. მაგრამ პირადად ჩემთვის, ღმერთის არსებობის საკითხი ნამდვილად ესადაგება მეცნიერებას. ბოლოს და ბოლოს, რთულია მოიფიქრო უფრო მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საიდუმლო, ვიდრე ის, თუ ვინ ან რამ შექმნა სამყარო და აკონტროლებს მას.
  • სამყაროს საზღვარი ისაა, რომ მას საზღვრები არ გააჩნია.
  • არავინ წამოიწყებს ფიზიკის კვლევას რაიმე ჯილდოს მიღების სანაცვლოდ.ეს არის სიამოვნება, რომელიც თან სდევს იმის აღმოჩენას, რაც არასდროს არავინ იცოდა.