"კომედი შოუს" მსახიობი ქეთი ხუციშვილი, რომელიც სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გახდა პოპულარული, ცხოვრებაში ძალიან მოკრძალებულია. არ უყვარს ეპატაჟურობა, არც ბრენდებსა და მდიდრულ სამოსზეა შეყვარებული.
ცხოვრებაში ბევრი ეტაპი გაიარა, სირთულეების დაძლევაც მოუწია. ქეთი ჟურნალ "სარკესთან" ამბობს, რომ ყველა იმ გაჭირვების მერე, რაც გამოიარა, პოპულარობა ნამდვილად ბედის საჩუქარი იყო.
- როცა გადავხედავ განვლილ წლებს, ვხვდები, რამდენი ეტაპი გავიარე, რამდენი რამ ვნახე და გადავიტანე, დღეს რომ ისეთი ვყოფილიყავი, როგორიც ვარ... პირველი, რაც მახსენდება, ეს არის ჩემი მშობლები, რომლებიც ზომიერებას გვაჩვევდნენ. ოჯახს ნამდვილად არ უჭირდა, ზოგჯერ ფულსაც გვაშველებდნენ, წაგვახალისებდნენ ხოლმე. მაინც რაღაცის ნაკლოვანება ყოველთვის გვქონდა.
უნივერსიტეტის დროს სტიპენდიები არსებობდა, მაგრამ ისე კარგად არ ვსწავლობდი, რომ სტიპენდია მიმეღო. თან დაუსწრებელზე ჩავაბარე. პარალელურად ვმუშაობდი იუსტიციის სამინისტროში. იქ ხელფასი უმცირესი იყო, მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერი ვიყავი.
- ოჯახი ადრე შექმენით, ეს ხომ არ იყო მიზეზი, რომ ადრე განქორწინდით?
- ნორმალური ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ოჯახის შექმნა ნაადრევი იყო. ბავშვის დაბადებამ ძალიან შემცვალა. შვილის მოვლა, საკვები, ყველაფერს მე ვუძღვებოდი.

- მარტოხელა დედობა ძნელი იყო?
- ჩემი მშობლები რომ არა, მართლა ძნელი იქნებოდა. ჩემი ყოფილი მეუღლე არასდროს დამივალდებულებია, დამხმარებოდა. დავამთავრე ურთიერთობა მასთან და არაფრის პრეტენზია არ მქონდა...გაგრძელება