მწერალ ოტია იოსელიანის შვილიშვილი ოტია იოსელიანი და მისი მეუღლე ნუცა ცისკარიშვილი ცოტა ხნის წინ მშობლები გახდნენ.
"…უთუოდ გული მოუვიდა, რატომ მე არა ვარო და 50 წლის შემდეგ ამქვეყნად ისევ გაჩნდა დაჩი… პატარა იოსელიანის დედა გავხდი… როცა კარგად გავიაზრებ, მერე უფრო მეტს მოგიყვებით. ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ პირადი ზღაპრის გმირი მყავს" - წერდა ნუცა.
ამჯერად ის "ინსტაგრამზე" ახალ ფოტოებს გვიზიარებს და ამბობს, რომ მშობიარობის შემდეგ ლაქტაციის რთულ პერიოდს გადის და ამჟამად დედასთან და დებთან ერთად ცხოვრობს.