ანა შელია სამოდელო სააგენტო “ჯეომოდელსის” დამფუძნებლის, ლიკა კვარაცხელიას და ფეხბურთელ მურთაზ შელიას უფროსი ქალიშვილია. ანას, როგორც მოდელს, თავადაც საკმაოდ საინტერესო კარიერა ჰქონდა საზღვარგარეთ და “რალფ ენდ რუსოს”, “ეტამის” და სხვა ბრენდების ჩვენებებზეც გამოსულა.
ანა შელიას სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მან სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო, განსაკუთრებით პოპულარული კი 2017 წელს გახდა, როცა მონაწილეობა ბრიტანული მოდის სახლის, Ralph & Russo-ს ჩვენებაში Victoria's Secret-ის საპატიო სუპერმოდელ ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად მიიღო. ანამ 2018 წელს მორაგბე ლაშა ლომიძეზე იქორწინა. წყვილს უკვე ორი შვილი ჰყავს.
ანა შელია „ინსტაგრამზე“ აქტიურობით გამოირჩევა და პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს გამომწერებს.