"ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას" - მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს - Marao

"ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას" - მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

2023-07-06 20:11:28+04:00

"ყველანაირი ბინძური ჭორის გასაფანტად, ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას" - წერია  მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ "ფეისბუკგვერდზე". ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც ინფორმაცია მისი და ლიზა იასკოს საერთო შვილის, ჟასმინის შესახებ გავრცელდა. 

ასევე დაგაინტერესებთ: "უკ­რა­ი­ნაა ჩემი პა­ტა­რა უკ­რა­ი­ნე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი ჟას­მი­ნი, რომ­ლის ნახ­ვი­სა და ხელ­ში აყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ჯერ არ მქო­ნია“ - მიხეილ სააკაშვილი მეოთხე შვილის, ჟასმინის შესახებ 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველად სანდრა რულოვსზე იყო დაქორინებული. მათ ორი შვილი, ედუარდი და ნიკოლოზი ჰყავთ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ურთიერთობა ჰქონდა ქართველ მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან. მათ საერთო შვილი, ელის-მარია სააკაშვილი ჰყავთ. საქართველოში დაბრუნებამდე, მიხეილ სააკაშვილმა თავად გაავრცელა მიმართვა, სადაც ამბობდა, რომ ის და უკრაინელი დეპუტატი ლიზა იასკო ცხოვრების ერთად გაგრძელებას აპირებდნენ. უკრაინულმა მედიამ კი დაწერა, რომ მათ ქალიშვილი ჰყავთ, რომელსაც ჟასმინი ჰქვია.