მომღერალ თემო საჯაიასა და მოდელ მარიტა ჯანაშიას ოჯახური ცხოვრება ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. გამომდინარე იქიდან, რომ წყვილის სიყვარული ეკრანზე დაიწყო და მაყურებელი ორივეს მანამდეც იცნობდა, მათ ურთიერთობას განსაკუთრებულად გულშემატკივრობდნენ და ასეა დღემდე.
წყვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და ოჯახურ კადრებს ხშირად აქვეყნებს. განსაკუთრებულ სიყვარულს კი მათი შვილი, ბექა იმსახურებს.
ამჯერად პატარა ბექა 2 წლის გახდა. თემო საჯაია შვილს დაბადების დღეს ულოცავს და "ინსტაგრამზე" ფოტოს აქვეყნებს.
"კრუა 2 წლის გახდა. გილოცავ, მა, შენ სწორედ ის ხარ, ვინც უნდა ყოფილიყავი! მიყვარხარ. დიდი ბიჭი გაიზარდე და მთელი სიცოცხლე ბედნიერი იყავი" - წერს თემო საჯაია.