გია ბაღაშვილსა და მის ოჯახს საქართველოში კარგად იცნობენ. მუსიკოსსა და ახლა უკვე ტელეწამყვანს ოთხი ქალიშვილი ჰყავს, რომლებიც თაკო ტაბატაძესთან ქორწინებაში შეეძინა. წყვილი ერთად აღარ ცხოვრობს, თუმცა შვილებთან დიდ დროს ატარებენ და მათ ცხოვრებაში აქტიურად იღებენ მონაწილეობას. ამჯერად გია ბაღაშვილი შვილებთან ერთად გიორგი გაბუნიას გადაცემას სტუმრობდა, სადაც ერთმანეთთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა:
„მამისთვის ყველაზე საყვარელი ფრაზა ყველას აქვს ნათქვამი… მაშინ ანასტასია ორწლინახევრის იყო, ზაფხულობით საგურამოში ვართ ხოლმე, იმ დროს საგურამოში არ ვიყავი და საღამოს უნდა დავბრუნებულიყავი. ანასტასია წაიქცა, დაიწყო ტირილი, არ ჩერდება, ჩემები ამშვიდებენ, არადა ისეთი არაფერი დასშავებია, ჩემებმა რომ ჰკითხეს, რატომ ტირიო და უპასუხა: „ტუჩი დავარტყი და მამიკო რომ მოვა, ვერ ვაკოცებო“, ასეთი გოგოა ანასტასია“, – იხსენებს გია ბაღაშვილი.
