საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე, 22 წლის გიორგი მამარდაშვილი, დაინიშნა. მან შეყვარებულს ხელი მოულოდნელად სთხოვა, კადრები კი საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" გამოაქვეყნა.
წარმატებული სპორტსმენის რჩეული უმშვენიერესი მოდელი ელენე ეპიტაშვილია. ელენე სოციალურ ქსელში აქტიურია, განსაკუთრებით ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს "ტიკ-ტოკზე".
22 წლის მეკარეს წარმატებული საფეხბურთო კარიერა აქვს. ბოლო დროს მან ქართველი გულშემატკივრის კეთილგანწყობა და სიყვარულიც დაიმსახურა. ცნობილი გახდა, რომ გიორგი მამარდაშვილით გერმანული კლუბი "ბაიერნია" დაინტერესებული და მის შეძენას გეგმავს.