პოეტი და მომღერალი გელა დაიაური დაღუპულ შვილს დაბადების დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „გილოცავ, შვილო, 15 წლის შესრულებას… მამას უყვარხარ… ილოცე მანდედან ჩვენთვის…”, – წერს გელა დაიაური.
როგორც ცნობილია, გელას მეორე მეუღლე, ეკატერინე მანჩხაშვილიც იუბილარია. გელამ სოციალურ ქსელში მასაც მიმართა და ეს დღე მიულოცა: "უცნაური ბედისწერის ტარება გხვდა წილად... მადლობა ჩემი ტკივილების ზიდვისთვის და ადამიანობისთვის... გილოცავ დღევანდელ დღეს..." - წერს ის.
გელა დაიაურის მეუღლე, თეონა ქუმსიაშვილი, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად 2010 წელს მუცოს ხეობაში მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. შემთხვევის დროს ჯიპის მარკის ავტომობილი გზიდან გადავიდა და ადიდებულ მდინარეში გადავარდა. ავარიას სულ 7 ადამიანი შეეწირა.