ტელესახე ნუცა ქავთარაძისა და მსახიობისა და ტელეწამყვანის, არჩილ სოლოღაშვილის სიყვარულის ისტორია უკვე 11 წელს ითვლის. ამასთან დაკავშირებით ნუცა პოსტს „ფეისბუქზე“ გვიზიარებს.
არჩილის და ნუცას წყვილს ტელეეკრანიდან თითქმის ყველა იცნობს. წყვილს ერთი შვილი, სანი ჰყავს, რომელიც მშობლებთან ერთად ხშირად ჩნდება და მათი გადაცემების ჩაწერებსაც აქტიურად ესწრება.
ამჯერად არჩილ სოლოღაშვილი გადაცემას "სთორი" სტუმრობდა, სადაც მეუღლე ნუცა ქავთარაძესთან შეხვედრა და მათი სიყვარულის ისტორიის დასაწყისი გაიხსენა.
„ნუცა ახალი ჩამოსული იყო ბათუმიდან, სტინგის კონცერტზე იყო. მახსოვს, ზედმეტი რუჯისგან დიდი ლაქა ჰქონდა სახეზე. იმ წუთში აღმომაჩნდა ერთ-ერთი ბრენდის ზეთი და ეგრევე მივეცი. ამის შემდეგ დავმეგობრდით, აქედან დაიწყო ყველაფერი. ნუცა მანამდეც მახსოვს, პირველად პრესკონფერენციაზე დავინახე, ძალიან გარუჯული, გრძელი თმით, თეთრი მაისურით და ნარინჯისფერი მიკროფონით დადიოდა ეზოში. ეგრევე შევამჩნიე.
მიჭირს იმაზე ლაპარაკი, მე რით მოვხიბლე ნუცა. ალბათ, მეგობრული ვარ და ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა“, – ამბობს არჩილ სოლოღაშვილი.
მან ასევე სტუდენტებთან ურთიერთობაზეც ისაუბრა:
„რამდენადაც მეგობრული ვარ, იმდენად მკაცრი ვარ სტუდენტებთან.
„ზოგადად, ვიწყებ ყველასთან მეგობრობას. თუ ვერ დავიმეგობრე, ვერ ვიჭერ მერე სერიოზულ ურთიერთობას. ის შედეგი თუ არ მივიღე უნივერსიტეტში, რასაც ვდებ, ვერ ვაპატიებ“, – ამბობს აჩიკო სოლოღაშვილი.
