შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ის გამომწერებს ხშირად უზიარებს პირად ფოტოებსა და სასარგებლო რჩევებს თავის მოვლასთან დაკავშირებით.
შორენა ბეგაშვილი იუბილარია. ტელეწამყვანმა დაბადების დღე მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში გრანდიოზულად აღნიშნა. მისი წვეულების მთავარი ფერი წითელი იყო. შორენამ სტუმრებს ულამაზესი დეკორაციების, ორიგინალური ტორტისა და სადღესასწაულო განწყობის ფონზე უმასპინძლა.