"მნიშვნელობა არ აქვს, ახლა რა ხდება, უბრალოდ, გააგრძელე! არასოდეს დანებდე! როდესაც ასრულებ ურთიერთობას, შენ უბრალოდ ადამიანს კი არ კარგავ, კარგავ გეგმებს, მოლოდინებს, შენს ნაწილს კარგავ, რადგან შენი ის ვერსია, რომელიც სხვა ადამიანთან ერთად არსებობდა, იმავენაირად ვეღარ იარსებებს. ამიტომაც ხარ ასეთი სევდიანი და გატეხილი, რადგან შენ დაკარგე მეწყვილე, მაგრამ ასევე დაკარგე შენი ნაწილიც. შენ მხოლოდ ის ადამიანი არ გენატრება, შენ საკუთარი თავიც გენატრება“, - წერს მოდელი ლიკუნა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში.
ლიკუნა ხაჭაპურიძე წარმატებული ქართველი მოდელია. ის საერთაშორისო მასშტაბით არაერთ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობს და, ბოლო დროს ინფლუენსერის კარიერასაც წარმატებით ითავსებს. როგორც ცნობილია, ლიკუნა ხაჭაპურიძემ 2020 წელს სანდრო ჭანტურიაზე იქორწინა, თუმცა პანდემიის გამო მათ ქორწილი არ ჰქონიათ. ამ გადაწყვეტილებამდე წყვილი ერთი წელი ხვდებოდა ერთმანეთს, ხოლო ხელის მოწერის შემდეგ სანდრო და ლიკუნა გერმანიაში გადავიდნენ საცხოვრებლად. მოგვიანებით მოდელმა დაწერა, რომ გერმანიაში ცხოვრება მისთვის რთული აღმოჩნდა და მეუღლესთან ერთად საქართველოში დაბრუნდა.
როგორც ლიკუნას მიერ ბოლოს გამოქვეყნებული ვიდეოთი ირკვევა, მის ცხოვრებაში ახლა რთული პერიოდია. მეუღლესთან დაშორება მისთვის მტკივნეული აღმოჩნდა და ცდილობს, ამ პერიოდს გაუმკლავდეს.