"ადამიანი ორჯერ იბადება, ერთხელ ფიზიკურად, მეორედ - ზნეობრივად; გახსოვდეს, რომ ამქვეყნად არაფერია სიყვარულზე აღმატებული"- გია მურღულიას დარიგება შვილიშვილს - Marao

"ადამიანი ორჯერ იბადება, ერთხელ ფიზიკურად, მეორედ - ზნეობრივად; გახსოვდეს, რომ ამქვეყნად არაფერია სიყვარულზე აღმატებული"- გია მურღულიას დარიგება შვილიშვილს

2023-07-11 11:36:43+04:00

ფილოლოგ გია მურღულიას შვილიშვილი, ტელეწამყვანი მანუ მურღულია, 10 ივლისს იუბილარი იყო. მას ბაბუამ დაბადების დღე მოულოდნელად, პირდაპირ ეთერში მიულოცა:

"გილოცავ დაბადების დღეს. ჩემთვის 10 ივლისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღეა, რაც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ყოფილა, იმიტომ, რომ სიხარული, რომელიც მაშინ დაიწყო, დღემდე გრძელდება და, იმედი მაქვს, კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. მინდა, მოგილოცო დღევანდელი დღე და გითხრა, რომ ადამიანი ორჯერ იბადება, ერთხელ ფიზიკურად, მეორედ - ზნეობრივად. ეცადე, რომ ყოველმა ახალმა დღემ რაღაც ახალი, სასიკეთო, სასარგებლო მოიტანოს შენთვისაც და ადამიანებისთვისაც. გახსოვდეს, რომ ამქვეყნად არაფერია სიყვარულზე აღმატებული" - თქვა გია მურღულიამ.