„ჩვენ უკვე დიდი სამეული გვყავს, - დემნა მოდაში, კვარაცხელია მოედანზე და ნინო სიტყვით ამკვიდრებენ საქართველოს, როგორც დიდი კულტურის, ტრადიციის მქონე ქვეყანას“ - ნათია ფანჯიკიძე - Marao

„ჩვენ უკვე დიდი სამეული გვყავს, - დემნა მოდაში, კვარაცხელია მოედანზე და ნინო სიტყვით ამკვიდრებენ საქართველოს, როგორც დიდი კულტურის, ტრადიციის მქონე ქვეყანას“ - ნათია ფანჯიკიძე

2023-07-12 10:57:50+04:00

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის რომან „მერვე სიცოცხლის“ მიხედვით სატელევიზიო სერიალს გადაიღებენ, რომელზეც ჰოლივუდის წარმატებული პროდიუსერები იმუშავებენ. ეს ამბავი ქართველებისთვის საამაყო და სასიხარულო აღმოჩნდა. ნინო ხარატიშვილის წარმატებას სოციალურ ქსელში ნათია ფანჯიკიძე გამოეხმაურა:

"სუსურუკუს დროს არცერთი ჩვენი უდიდესი მწერალი, რეჟისორი, მხატვარი მსოფლიოსთვის რუსეთს არ შეუთავაზებია იმ დოზით და იმ ფორმით, რომ მიწას დავმჩნეოდით. დოსტოევსკი თავში იყო, ვაჟა ჩვენს გულებში, ტოლსტოი ყველას გააცნეს, ჯავახიშვილი დახვრიტეს. ხვდებით, ხომ, მსოფლიო მოქალაქეობის სიკეთეს.

ჩვენ უკვე დიდი სამეული გვყავს, დემნა მოდაში, კვარაცხელია მოედანზე და ნინო სიტყვით ამკვიდრებენ საქართველოს, როგორც დიდი და ცოცხალი, განა მხოლოდ ძველი, არამედ უწყვეტი კულტურის, ტრადიციის მქონე ქვეყანას. ჰოლივუდი იღებს სერიალს მერვე სიცოცხლის მიხედვით. ჩავუჯდებით სულ მალე.

მგონი ისევ ვიყიდი გაჩუქებულ ტელევიზორს.

ავე ნინო“ – წერს ნათია ფანჯიკიძე.