"არასდროს საუბრობს გაკეთებულ სიკეთეებზე, პატივს სცემს ქალებს..." - მიზეზები, რომლებიც კიანუ რივზს კიდევ უფრო შეგაყვარებთ - Marao

"არასდროს საუბრობს გაკეთებულ სიკეთეებზე, პატივს სცემს ქალებს..." - მიზეზები, რომლებიც კიანუ რივზს კიდევ უფრო შეგაყვარებთ

2023-07-15 17:16:40+04:00

მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელსაც კიანუ ცხოვრებაში შეხვდა, მან შესანიშნავი გამძლეობა გამოავლინა.  მისი საქველმოქმედო შემოწირულებები არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური შენატანებით, ის იყენებს მათ გაჭირვებულთა დასახმარებლად და მუდმივად გამოხატავს პატივისცემას თავისი თაყვანისმცემლების მიმართ. 

ის უდიდეს პატივს სცემს ქალის პირად სივრცეს

ფანები ხშირად აღნიშნავენ, რომ კიანუ ფოტოს გადაღებისას ქალს წელზე არასდროს არ ეხება.  ხალხს ეს ფაქტი იმდენად მოეწონა, რომ კიანუს ჯენტლმენის სახელიც კი გაუვრცელდა.

ბევრ საქველმოქმედო ორგანიზაციაში მონაწილეობს, მაგრამ არასოდეს ტრაბახობს ამით

ის მილიონებს სწირავს ბავშვთა საავადმყოფოებსა და საქველმოქმედო ფონდებს, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან მოკრძალებულია. კიანუ ეხმარება ისეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციებს, როგორიცაა შემოქმედებითი ხელოვნება, განათლება, ბრძოლა შიმშილის წინააღმდეგ და მხარს უჭერს ფართო სპექტრს, როგორიცაა ადამიანისა და ცხოველების უფლებები.

ის ნამდვილად გულუხვია

ცნობილია, რომ ერთ ბიჭს, რომელიც The Matrix-ის გადასაღებ მოედანზე მუშაობდა და ოჯახური პრობლემები ჰქონდა, კიანუ  $20,000 საშობაო ბონუსით დაეხმარა.

ინარჩუნებს სიმშვიდეს კრიზისულ სიტუაციებში

2019 წლის დეკემბერში მსახიობი სან-ფრანცისკოდან ლოს-ანჯელესში მიფრინავდა, მაგრამ მისი თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა კალიფორნიის ბეიკერსფილდის აეროპორტში. დაშვება მექანიკური პრობლემის გამო მოხდა. ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. ცოტა ხანში კი სოციალურ ქსელში ვიდეო გამოჩნდა, სადა ჩანდა, როგორ ცდილობდა მსახიობი მგზავრების დამშვიდებას.