ათწლეულების შემდეგაც კი, პრინცესა დიანას სიკვდილი გარშემორტყმულია შეთქმულების თეორიებით. ერთ-ერთი ვერსიით, თავად ელიზაბეტ II-მ შეუწყო ხელი პრობლემური რძლის „განადგურებას“ - რომელიც, სხვათა შორის, ყოველთვის სკეპტიკურად უყურებდა ძალიან ემოციურ და ღია ლედი დის.

პრინცესა დიანა სასტიკად ეწინააღმდეგებოდა სასახლის პრინციპებს მისი ვაჟების ჰარის და უილიამის აღზრდასთან დაკავშირებით. როდესაც პრინცი ჩარლზის რომანი კამილა პარკერ-ბოულზთან გამოაშკარავდა, დიანამ სრულიად შეწყვიტა პროტოკოლის დაცვა.

მიუხედავად ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენ ოდესმე გავიგებთ ელიზაბეტ II-ის ნამდვილი დამოკიდებულება მისი რძლის მიმართ. დედოფლის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელიც პრინცესა დიანას დაკრძალვის დროსაა გადაღებული. სამგლოვიარო მსვლელობისას, როცა დიანას კუბო სამეფო ოჯახის წევრების წინ ჩაატარეს, ელიზაბეტ II-მ თავი დახარა. ეს ჟესტი ბრიტანეთს მონარქისგან მიუღებელი იყო, თუმცა დედოფალმა დიანას მიმართ პატივისცემა ასე გამოხატა.