ეკა მამალაძის უმშვენიერეს ქალიშვილს, ნატალია ქუთათელაძეს, ქართველი საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს. ნატალია მომღერლების ოჯახში გაიზარდა და თვითონაც ფანტასტიკურად მღერის. თბილისში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში სწავლობდა, მოგვიანებით კი "ჯულიარდში" ჩაირიცხა და სწავლა იქ განაგრძო. თბილისში დაბრუნების შემდეგ ნატალია ხალხმა კიდევ უფრო შეიყვარა.
ცოტა ხნის წინ ჩილეში, Municipal de Santiago-ში, ოპერაში „კარმენი“ ნატალიას დებიუტი შედგა, სადაც ის მთავარ როლს ასრულებდა. მაყურებელმა ქართველი მომღერალი განსაკუთრებული ოვაციებით დააჯილდოვა.
ნატალიას სადებიუტო შესრულებას ეხმაურება კლასიკური ვოკალის პედაგოგი დოდო დიასამიძე:
„Natalia Kutateladze ამ სეზონის ბოლო სპექტაკლი სანტიაგოს ოპერის თეატრში, ნატალიკოს "კარმენმა" ფურორი მოახდინა.
გილოცავ, ძვირფასო, ვამაყობ.
მეოთხე სპექტაკლი, მეოთხე მოქმედების ბოლო სცენა. Eka Mamaladze გილოცავ!" - წერს ის სოციალურ ქსელში.