ბოლო დროს თავის მოვლის რუტინაში ქალები სულ უფრო ხშირად იყენებენ თვალის ე.წ პაჩებს, რომლებიც თვალის ქვეშ კანის დატენიანებისთვის, ელასტიკურობისა და სიგლუვისთვისაა. სხვადასხვა ბრენდი აქტიურად გვთავაზობს განსხვავებულ ექსტრაქტზე დამზადებულ თვალის ნიღბებს. არსებობს მათი გამოყენების კონკრეტული ინსტრუქციაც.
დერმატოლოგმა ზაზა თელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში სწორედ ამ პროდუქტისა და მისი შესაძლო ზიანის შესახებ ისაუბრა:
„ძალიან პოპულარულია თვალის ე.წ პაჩები. მათი გამოყენება, შეიძლება პირდაპირ ითქვას, რეკომენდებული არ არის. პერიორბიტალური არე, ანუ თვალის გარშემო არე, არის თხელი და მგრძნობიარე. სწორედ ამიტომაა, რომ მილიები, ანუ თეთრი წერტილები, ყველაზე ხშირად სწორედ თვალის ქვეშ გროვდება. ე.წ. პაჩები კანის განახლების პროცესს უშლის ხელს და შესაძლოა გამაღიზიანებელი კონტაქტური დერმატიტი გამოიწვიოს. პრევენცია არის თვალის ქვეშ კანის კარგად გაწმენდა და გასუფთავება“ - ამბობს ზაზა თელია.