პირველი სილამაზის კონკურსი 1839 წელს ჩატარდა. გამარჯვებულს „სილამაზის დედოფლის“ სტატუსი მიენიჭა და სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი მსგავსი ტიპის კონკურსებს.
თანამედროვე სილამაზის კონკურსის წინამორბედი კი 1921 წელს ატლანტიკ სითიში ჩატარებული ღონისძიებაა. მაშინ, ისევე, როგორც დღეს, ასაკობრივი ზღვარი 17-დან 25 წლამდე იყო. გამარჯვებულმა მარგარეტ გორმანმა სახლში ოქროს ქალთევზის ქანდაკება წაიღო. მოგვიანებით, 1951 წელს, დიდ ბრიტანეთში დაარსდა სილამაზის პირველი საერთაშორისო კონკურსი და Miss World-მა ფესტივლის სახე მიიღო. მნიშვნელოვანია, რომ 1940 წლამდე ყველა ქალი თეთრკანიანი უნდა ყოფილიყო, 1960-იანი წლებისთვის კი ეს წესი შეიცვალა და დღეს სილამაზის კონკურსები, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე, ყოველწლიურად ტარდება, მასში მონაწილეობის მიღება კი ყველა რასისა თუ ეროვნების წარმომადგენელს შეუძლია.
გთავაზობთ ფოტოებს, როგორ გამოიყურებოდნენ სილამაზის კონკურსში გამარჯვებულები სხვადასხვა დროს:

ჰილევი რომბინი, შვედეთი, „მის სამყარო 1955“

ლუს მარინა სულუაგა, კოლუმბია, „მის სამყარო 1958“

ლორეინ დაუნსი, ახალი ზელანდია, „მის სამყარო 1983“

ულა ვაიგერშტორფერი, ავსტრია, „მის მსოფლიო 1987“

ევა რუბერ-სტაიერი, ავსტრია, „მის მსოფლიო 1969“

მადელეინ ჰარტოგ ბელი, პერუ, „მის მსოფლიო 1967“

კრისტიან მარტელი, საფრანგეთი, „მის სამყარო 1953“

ენ სიდნი, დიდი ბრიტანეთი, „მის მსოფლიო 1964“