გურამ გვასალია თამამად აცხადებს, რომ მოდის სამყაროში დიდი ადგილი აქვს.
როგორც ჩანს, VETEMENTS-ის 37 წლის კრეატიული დირექტორი ფიქრობს, რომ უფროსი ძმის, დემნას ჩრდილში ცხოვრობს. The New York Times-თან ინტერვიუში გურამ გვასალია თავისუფლად საუბრობს ძმაზე და მომავალ გეგმებზე.

„ჩემი ძმა ექვსი წლით უფროსია. როცა მეორე კლასში ვიყავი, ის მერვეში იყო. შესაბამისად, ცხოვრებაში გარკვეული შესაძლებლობები ჩემზე ადრე მიიღო. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, სად ვარ მე დღეს და სად იყო ჩემი ძმა ჩემს ასაკში მგონია, რომ ბევრად უფრო მოწინავე ვარ“, - განუცხადა The New York Times-ს გვასალიამ.
„ვფიქრობ, ჩემი ძმა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ მე სულ სხვანაირი მიდგომა მაქვს რიგ საკითხებთან დაკავშირებით. 10 წელი მოდის სამყაროში წამყვანი ფიგურა იყო, მაგრამ მისი ეპოქა ნელ-ნელა ფინიშისკენ მიდის. ახლა ჩემი დროა“, - ამბობს გურამ გვასალია.
