ტერმინი "Old Money" - და ცხოვრების წესი და სტატუსი, რაც მას თან ახლავს - ათწლეულების განმავლობაში მომხიბვლელი იყო. მდიდარი ოჯახების ცხოვრება არაერთი ფილმისა და სატელევიზიო შოუს წყარო გახდა.
„Old Money“ - ის ოქსფორდისეული განმარტება შემდეგია: „სიმდიდრე, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა.“ წლების მანძილზე კი მოდის ტენდენცია, რომელიც ამ ცხოვრების წესს უკავშირდება თანდათან უფრო პოპულარული გახდა.
Old Money ესთეტიკა არის სტილი, რომელიც მუდმივი ელეგანტურობის, კლასის და დახვეწილობის გამომხატველია. ის ხშირად ასოცირდება დიდი ხნის დამკვიდრებულ შეხედულებასთან, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს ხარისხსა და დახვეწილობას და არა მდიდრულ, თვალისმომჭრელ ელემენტებს.
განსხვავება Old Money-ისა და Quiet Luxury-ის შორის ის არის, რომ არ შემოიფარგლება კონკრეტული სოციალური იერარქიით. Old Money-ის მთავარი "კოზირი" სწორედ ისაა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ტქვენს ბიუჯეტს, თუკი ამ სტილს მიჰყვებით, თავს აუცილებლად იგრძნობთ თავდაჯერებულობას.
Old Money-ის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია ნეიტრალური ფერის პალიტრა და მინიმალისტური ნივთებია:
კარგად გაუთოებული თეთრი პერნაგი;
მთლიანად ნეიტრალური ფერები;
ხარისხიანი ფეხსაცმელი;
აბრეშუმის სამოსი;
პატარა, სადა ჩანთა;
პატარა, სადა აქსესუარები.
მოდით, თვალი გადავავლოთ ცნობილი ადამიანების „Old Money“ ჩაცმულობას: